ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გვიან ღამით გაავრცელა. მადლენ ოლბრაიტი ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში, 1997-2001 წლებში იკავებდა. ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
