უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე სასაუბროდ, ტელეკომპანია სი-ენ-ენის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი მიიწვიეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე სასაუბროდ, ტელეკომპანია სი-ენ-ენის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი მიიწვიეს. ამერიკულ არხს ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი, რუსული აგრესიის კონტექსტში, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაზე ესაუბრა. მან განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ ინარჩუნებს იმპერიალიზმისკენ სწრაფვას და არსებითი მნიშვნელობა აქვს, მსოფლიომ მის ქმედებებს ერთიანი პასუხი დაუპირისპიროს.
