გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახს თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი ფართი გადაეცა
გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახს თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი ფართი გადაეცა. სოციალურად დაუცველ ოჯახს კახა კალაძე ესტუმრა და ბინის გადაცემა მიულოცა. ოჯახი 2006 - ი წლიდან ქირით ცხოვრობდა, თანხას კი მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში უხდიდა. მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე კიდევ 60 - მდე ოჯახს გადაეცემა ბინა. ჯამში, თბილისში 400-მდე უსახლკარო სტატუსის მატარებელი ოჯახია აღრიცხული, მათ საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად გადაეცემათ.
