საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი 2 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი 2 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, ეკონომიკის სამინისტრომ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება იყო, კანონის დარღვევით საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა, რის საფუძველზეც 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა.
