ომის 28-ე დღე
ომის 28-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები, ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად, კიევის ჩრდილოეთითა და დასავლეთით კონტრ-თავდასხმებზე გადადიან. რუსული საოკუპაციო ძალები კი ბროვარის მიმართულებით სამოქალაქო ობიექტებს ნაღმავენ. ალყაში რჩება მარიუპოლი, სადაც ამ დრომდე 100-ი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ქალაქში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ჩერნიგოვის რაიონში საავტომობილო ხიდი დაიბომბა, სადაც რუსი საოკუპაციო ძალები შეტევას განაგრძობენ.
