უკრაინას საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ
უკრაინას საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ. ლვოვი - ვარშავის მიმართულებით ავტობუსების ნაწილი უკვე გავიდა, სადაც ძირითადად მარიუპოლში მცხოვრები, ქართველები არიან. მათ დახმარებას ლვოვში საქართველოს საკონსულო უწევს. უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჯამში, სამშობლოში საქართველოს 2000-მდე მოქალაქე უკვე დაბრუნდა.
