რუსთავში 98 ოჯახს ბინები დაუკანონდა
რუსთავში 98 ოჯახს ბინები დაუკანონდა. მათ ფართები სიმბოლურ ფასადა, ერთ ლარად გადაეცათ. ბინების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რუსთავის მერმა გააცნო და საბუთები პირადად გადასცა. აღნიშნული პროგრამა რუსთავში , მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ჯამში საცხოვრებელი ფართი რუსთავში მცხოვრებ 600 ოჯახს დაუკანონდა.
