გვეტაძეების ხუთ სულიან ოჯახს თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი ფართი გადაეცა
გვეტაძეების ხუთ სულიან ოჯახს თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი ფართი გადაეცა. სოციალურად დაუცველ ოჯახს კახა კალაძე ესტუმრა და ბინის გადაცემა მიულოცა. ოჯახი 2006 - ი წლიდან ქირით ცხოვრობდა , თანხას კი მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში უხდიდა . მერიის ინფორმაციით წლის ბოლომდე კიდევ 60 - მდე ოჯახს გადაცემა ბინა. ჯამში თბილისში 400 მდე უსახლკარო სტატუსის მატარებელი ოჯახია აღრიცხული, მათ საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად გადაეცემათ.