შეძლებს თუ არა დასავლეთი რუსეთის შეკავებას? - ომიდან 28 -ე დღეს ეს კითხვა ისევ აქტუალურია
შეძლებს თუ არა დასავლეთი რუსეთის შეკავებას? ომიდან 28 -ე დღეს ეს კითხვა ისევ აქტუალურია. მსოფლიო ლიდერები დიდი შვიდეულის, ნატოს და ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრებისთვის ემზადებიან. მკაცრი სანქციების ფონზე მხარეებს შორის ჯერ არ ამოწურულა დიპლომატიური რესურსი . დასავლელი ლიდერების გაფრთხილებას კრემლი ისევ აგრესიული პოლიტიკით პასუხობს და უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. კიევი, ჩერნიგოვი, სუმი და მარიუპოლი კვლავ რუსულ ავიადარტყმებს უძლებს.
