დღეს "ჯივიპი" ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
დღეს, ჯივიპი ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.საღამოს 22:00 საათიდან 24 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ავლაბრის და მიმდებარე ქუჩებს. ნავთლუღის I დასახლებას. ლოტკინის მთას, ხუდადოვის, ღრმაღელეს, სანზონის დასახლების ნაწილს და ივერთუბნის დასახლებას. ჯივიპის ინფორმაციით სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
