კონსტიტუციური დავების წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს
კონსტიტუციური დავების წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საფუძველი ხდება ნორმის და არა - კონკრეტული ქმედების გასაჩივრება. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით , მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების გამიჯვნა ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ გახდება შესაძლებელი. საკანონმდებლო ინიციატივაში ოპოზიციამ პრეზიდენტის დასჯის სურვილი დაინახა, მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს საპასუხოდ განუმარტა, რომ საქმე კანონს ეხება და არა პირად დავას.
