ხმაურია ბალდის მამათა მონასტერში
ხმაურია ბალდის მამათა მონასტერში, სადაც ერთმანეთს განკვეთილი ბერები და საპატრიარქოს ჩოხოსნები უპირისპირდნენ. დღეს ბალდის მონასტერში მოსალოცად მისულ მრევლს ეკლესიის კარები დაკეტილი დახვდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. მონასტერში მყოფი განკვეთილი ბერების განცხადებით მათთვის მიუღებელია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანე კალაიჯიშვილის ქადაგება 2008 წლის ომთან დაკავშირებით რის გამოც ეკლესიის კარები ჩაკეტეს.
