ომის 27-ე დღე
ბორისპოლში განგაშია მოსახლოებას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებენ. კიევის ოლქში სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის. რუსი ოკუპანტების სამიზნე კვლავ კიევი , ხერსონი და მარიუპოლია. საოკუპაციო ძალების მთავარი სტრატეგია კიევის აღებაა . წინააღმდეგობის 27-ე დღეს ვოლოდიმირი ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, პირისპირ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს.
