საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა. ეს საქსტატის მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მონაცემია. ღვინო, აგრარული პროდუქტი, სხვადასხვა სახის ლითონი, ავტომობილები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელიც საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადის. გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. დარგის სპეციალისტები სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციას სახელმწიფოს მიერ მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას უკავშირებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
