ომის 26-ე დღე
ქალაქში შენობების 90 პროცენტი დანგრეულია ან დაზიანებული, 300 ათას ადამიანს არც დენი აქვს, არც წყალი და არც საკვები. რუსმა სამხედროებმა მოსახლეობის ნაწილი ფაქტობრივად გაიტაცეს. გარკვეულმა ნაწილმა ქალაქიდან გაღწევა ჰუმანიტარული დერეფნის დახმარებით მოახერხა. მარიუპოლი, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სიდიდით მეათე ქალაქია. ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ დონბასს შორის სახემელეთო გზა სწორედ აქ გადის. რუსეთი ამ კვანძის აღებას უშედეგოდ ცდილობს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
