21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. პროფესიულ დღეს მედიას პრემიერ-მინისტრი ულოცავს. „ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად, მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის.“ ვკითხულობთ პრემიერის მილოცვაში.
