მარნეულში მცხოვრები მოსახლეობა ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს
მარნეულში მცხოვრები მოსახლეობა ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. ადგილობრივებს დღესასწაული პირადად პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო წელს კონცერტი არ გაიმართება, ადგილზე მოსულ მოსახლეობას მხოლოდ საგამოფენო სივრცეები დახვდებათ. პატარების განწყობაზე კი ანიმატორები იზრუნებენ.
