როგორია საქართველოში საზოგადოების განწყობა რუსეთ - უკრაინის ომზე
როგორია საქართველოში საზოგადოების განწყობა რუსეთ - უკრაინის ომზე, სახელმწიფო პოლიტიკასა და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე. კვლევა ტელეიმედის დაკვეთით კომპანია გორბიმ 10 -16 მარტს ჩაატარა. უჭერთ თუ არა მხარს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 67.7 პროცენტი ამბობს, რომ ეთანხმება ხელისუფლების სტრატეგიას ამ მიმართულებით, ხოლო 26.3 კი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს არ იზიარებს. საქართველოს მასშტაბით, კომპანია გორბის მიერ ტელეფონით გამოიკითხა ათასზე მეტი რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი, პლუს მინუს, სამი პროცენტია
