დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მსოფლიოსთან ერთად საქართველოში აღინიშნება
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მსოფლიოსთან ერთად საქართველოში აღინიშნება. პრემიერი განცხადებას ავრცელებს სადაც ვკითხულობთ, რომ , „ ჩვენ, ყველა ერთად, ვაშენებთ თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, საქმიან თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის“ . განცხადებაში საუბარია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში გადადგმულ ნაბიჯებზე , იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციია მომხდარიყო. „ მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ ის ზრუნვა, რასაც ერთმანეთის მიმართ ვეწევით. „ ნათვქმია პრემიერის განცხადებაში.
