„არტისტები უკრაინისთვის“.
„არტისტები უკრაინისთვის“. გლობალურ ონლაინ ფესტივალს ჯგუფი „მგზავრებიც“ შეუერთდა. უკრაინის მხარდასაჭერად, ონლაინ საქველმოქმედო აქცია-ფესტივალი მსოფლიო მასშტაბით ტარდება და მასში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები და სოლისტები პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან. მგზავრებმა თავიანთი რეპერტუარიდან სამი კომპოზიცია შეასრულეს. შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.
