საქართველოში სატელევიზიო რეიტინგის ლიდერი კვლავ ტელეკომპანია „იმედია“.
საქართველოში სატელევიზიო რეიტინგის ლიდერი კვლავ ტელეკომპანია „იმედია“. ყველაზე სანდო ტელევიზიების პირველ ადგილს სწორედ „იმედი“ იკავებს. გამოკითხვა კომპანია „გორბიმ“ ჩაატარა. კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ პასუხები ასე გადანაწილდა. გამოკითხულთა 32-ი პროცენტი ამბობს, რომ ენდობა „იმედს“. „რუსთავი 2-ს“ ენდობა 12-ი მთელი 7 მეათედი პროცენტი. „მთავარს“ 11-ი პროცენტი, „ტვ პირველს“ 7-ი მთელი 8 მეათედი პროცენტი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 4-ი მთელი 5 მეათედი პროცენტი, „პოსტივის“ – 3 მთელი 5 მეათედი პროცენტი, „ფორმულას“ -1 მთელი 9 მეათედი, „მაესტროს“ – 1 მთელი 8 მეათედი პროცენტი, „პალიტრას“ 1 მთელი 6 პროცენტი. სხვა ტელევიზიებს 8, მთელი ორი პროცენტი და არც ერთს არ ენდობა გამოკითხულთა 15-ი პროცენტი.
