„ტელეიმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევის შედეგები
ახლა კი „ტელეიმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევის შედეგები, რომელიც უკრაინის მოვლნებს და საქართველოში არსებულ განწყობას ეხება. მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში - ეთანხმება გამოკითხულთა 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს, რომ არ იცის. კვლევა, „იმედის“ დაკვეთით, „გორბიმ“ 10-თ 16-ტ მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, ტელეფონით გამოიკითხა ათასზე მეტი რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი, პლუს მინუს, სამი პროცენტია.