წინააღმდეგობის 26-ე დღე
წინააღმდეგობის 26-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. მათი სამიზნე ამჯერად კიევი გახდა. სავაჭრო ცენტრის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მასირებული სარაკეტო იერიშები მიაქვთ მარიუპოლზეც, რომლის ხელმძღვანელობაც კაპიტულაციაზე უარს ამბობს. დრამატული მოვლენების ფონზე დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი მათ 14 მარტს გამართეს.
