ტელეკომპანია ,,ფორმულა“-ს თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
ტელეკომპანია ,,ფორმულა“-ს თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ბრალდებულმა იქ მყოფ, ფორმულას ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
