თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია
დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნათესავ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
