ოპოზიციის ინიციატივა
უკრაინის მძიმე მოვლენების პარალელურად, თბილისში მედიის ყურადღების ცენტრში იყო პარლამენტი. მინისტრის საათის ფორმატი რომელიც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ოპოზიციამ მისი შეცვლა გადაწყვიტა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინიდან ჩართვა მოითხოვა. ინიციატივა თავდაპირველად პარტია "ლელომ" გაახმოვანა, მალევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ომში მყოფი პრეზიდენტი მზად იყო პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსულიყო.
