ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა
ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ქალაქს არ მიეწოდება ცივი და ცხელი წყალი. შეწყვეტილია ენერგომომარაგება. განადგურებულია ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა ობიექტი. ანალოგიური ვითარებაა მარიუპოლშიც, სადაც, უკრაინული მედიის თანახმად, დაუზიანებელი ერთი შენობაც აღარ არის დარჩენილი. რუსეთმა უარი თქვა გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს ჰააგაში და რუსეთს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და გაეყვანა ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
