რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის
რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის. ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, რუსთავის მერია თვეში 17 -საათიან თერაპიას დაუფინანსებს და ბენეფიციართა ასაკს 18 წლამდე გაზრდის. მერია დაფარავს ამ მოზარდთა სპორტულ და სახელოვნებო წრეებში მეცადინეობის ხარჯებსაც.
