მარნეულის ავტოპარკი ხუთი ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსით განახლდა
მარნეულის ავტოპარკი ხუთი ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსით განახლდა, საიდანაც სამი ქალაქს, ორი კი სოფელ წერეთლისა და ალგეთის მოსახლეობას მოემსახურება. ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ასევე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, მარნეულის დასუფთავების შესაბამის სამსახურს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატა.
