სამართალდამცველებმა 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს მარნეულში
სამართალდამცველებმა 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს მარნეულში. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია „ჰეროინის“, „კოდეინის“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცველებმა ორი დღის წინ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია.
