მხარდაჭერა უკრაინას
კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა იმედი ლაივში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა, საქართველომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატა.
