კიევსა და მის შემოგარენში 35 საათიანი კომენდანტის საათის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა დივერსანტთა ჯგუფები დააკავეს
კიევსა და მის შემოგარენში 35 საათიანი კომენდანტის საათის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა დივერსანტთა ჯგუფები დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, დედაქალაქის თავზე ჩამოგდებულია 4 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და ერთი რაკეტა. რუსული არმია დაუნდობლად უტევს ჩერნიგოვს, ერთი ღამის განმავლობაში პროზექტურაში 53 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს, მათგან ყველა სამოქალაქო პირია. საზარელი ვითარებაა მარიუპოლში, სადაც არც ერთი შენობა აღარ დარჩა მთელი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს თეატრის შენობაზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და ვერ ხერხდება ალყაში მომწყვდეული მოქალაქეების უსაფრთხოდ ევაკუაცია.
