პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. მათეუშ მორავიეცკის ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, მეგი ნარსავიძე მოგვიყვება.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
