საქართველოში კოვიდინფიცირების 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 831 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,11%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 1 301 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 838 287 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 639 678 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 594 011, გარდაიცვალა 16 612 პაციენტი.
