ერთობლივი ლოცვა მშვიდობისთვის
მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფ მრევლს. თბილისის დროით 12 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში, შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება, ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში. კვირას, 20 არტს კი სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის.
