საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს მიერ ევროკავშირში წარდგენილ განაცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება.
