"კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი"
არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც, არანაირ დასჯაზე არაა საუბარი, ნუ იგონებთ და სპეკულირებთ - ასე უპასუხა კახა კალაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „აპირებს თუ არა ხელისუფლება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს“.
