კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე
აუდიოჩანაწერი სისულელეა, კაცმა არ იცის ავთენტიკურია ის თუ არ არის ავთენტიკური - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის მტკიცებითაც, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოს დიალოგს ასახავს.
