ალექსანდროვი საქართველოში არსებულ ლაბორატორიებზე
სამხედრო პოლიტიკური კვლევების ექსპერტი, მიხაილ ალექსანდროვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებს ექსპერტებს, სადაც ამერიკული ბიოლაბორატორიაა განლაგებული, რუსეთს სრული უფლება აქვს, მასზე სარაკეტო დარტყმა განახორციელოს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქართველოს პირდაპირი გაფრთხილება, რომ საჭიროა რუსი ინსპქტრორების დაშვება ამ ობიექტებზე, მაგრამ თუ საქართველო უარს იტყვის, როგორც ის ამბობს, ობიექტს უბრალოდ გაანადგურებენ. ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის გათვალისწინებით, ერთი ორი ფრთოსანი რაკეტა, იმდენად წვრილმანი იქნება, რომ ამას მსოფლიოში ყურადღებას არავინ მიაქცევს. ალექსანდროვი სვამს კითხვას, რატომ უნდა შეიქმნას ბიოლაბორატორიები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული?!
