აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკელ სენატორთან, რონ ჯონსონთან. მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და მისი გავლენა საქართველოზე.
