ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 638 790 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 591 180, გარდაიცვალა 16 595 პაციენტი.
