პუტინის ომის მეოცე დღე
პუტინის ომის მე-20 დღე. სამხედრო პოზიციებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ოთხი ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და რაკეტა ჩამოაგდო. რუსული არმია კვლავ მარიუპოლის აღებას ცდილობს, თუმცა შედეგოდ. პენტაგონზე დაყრდნობით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა სხვადასხვა ტიპის 900-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. ოკუპანტის მოქმედებები სულ უფრო განურჩეველი ხდება. პუტინის ომს სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. კიევში ისევ კომენდანტის საათია
