ოკუპანტების კიდევ ერთი სამიზნე შავიზღვისპირა ქალაქი ოდესაა
ოკუპანტების კიდევ ერთი სამიზნე შავიზღვისპირა ქალაქი ოდესაა. თუმცა ამ დრომდე აგრესორს ქალაქის მიმართულებით რაიმე სერიოზული ქმედება არ განუხორციელებია. ჯერჯერობით საოკუპაციო ძალები ხერსონთან ახლოს და ოდესის მიმართულებისკენ მდებარე მიკოლაევს უტევენ. ისმის აფეთქებების ხმა. მშვიდობიან მოსახლეობას არ აქვს გათბობა, წყალი და ელექტროენეტგია. მტერი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს. ამ ფონზე და ამ პირობებში მუშაობს იმედის გადამღები ჯგუფი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია
