პოლონეთის გავლით საქართველოში უკრაინაში მცხოვრები ქართველების ნაწილი დაბრუნდა
პოლონეთის გავლით საქართველოში უკრაინაში მცხოვრები ქართველების ნაწილი დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ უკრაინიდან გამომგზავრობა რთულია, თუმცა დაბრუნება საქართველოს საელჩოს დახმარებით შეძლეს. კრაკოვის რეისს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა, ასევე ჩამოჰყვნენ უკრაინის მოქალაქეები.
