კიევში დღეს, საღამოს 8 საათიდან, 17 მარტის დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება
კიევში დღეს, საღამოს 8 საათიდან, 17 მარტის დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა მარიუპოლი და იზიუმი, საიდანაც ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება და მშვიდობიან მოქალაქეებს ბლოკადის პირობებში უწევთ გაძლება. უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას ქვეყანაში 97 ბავშვი შეეწირა, ასზე მეტი კი დაშავდა.
