კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია- განცხადებას პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს
კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია- განცხადებას პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ციტატა განცხადებიდან: დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, დაუშვებელია. - აცხადებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
