უკრაინაში ომის მეოცე დღეა - საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა
უკრაინაში ომის მეოცე დღეა საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევში ორ საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს იერიში. მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან ენერგოდარშიც, სადაც ოკუპანტებმა საჰაერო განგაშის სისტემაც გამოიყვანეს მწყობრიდან. დღეისთვის შეთანხმებულია ცხრა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა. მათ შორის, დონეცკის ოლქში, კიევის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კიევში უკრაინის მხარდასაჭერად პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერები ევროკავშირის მისიის ფარგლებში ჩავლენ.
