პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაარეგისტრირებს. მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტი დისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს. მოსწავლე შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაირიცხება. მშობლებმა საჭირო დოკუმენტები 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
