პრეზიდენტის წლიური მოხსენება და პოლიტიკოსების კრიტიკა
პრეზიდენტის წლიური მოხსენება და პოლიტიკოსების კრიტიკა. პარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა, როგორც ოპოზიცია, ისე სახელისუფლებო პარტია. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს. პრეზიდენტი მოუწოდებს დეპუტატებს შეიქმნას ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შესაძლოა ოპოზიციიდან შეირჩეს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა გაუქმებულ ვიზიტებზეც და თქვა, რომ მას წერილობით ეთქვა უარი ოფიციალურ ვიზიტებზე და ამის გამო საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტის პირად შეხვედრებად გადაქცევა. პრეზიდენტის ამ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოყვა
