ომის მეოცე დღეს კიევში გამთენიისას ორი აფეთქება მოხდა
ომის მეოცე დღეს კიევში გამთენიისას ორი აფეთქება მოხდა. კიევსა და სხვა ქალაქებში საავიაციო განგაში მთელი ღამე ისმოდა. უკრაინის გენშტაბის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსული არმია იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განსალაგებლად და საცეცხლე პოზიციებისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ცენტრალურ რაიონებსა და ქუჩებს. ვრცელდება ცნობები, რომ რუსულ არმიაში სულ უფრო ხშირად აცხადებენ უარს სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე. პუტინის აგრესიის გამო პროტესტი უკვე რუსეთის სახელისუფლებო უწყებებშიც დაიწყო.
